Turkish Airlines არის თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია, რომელმაც ოპერირება 1933 წლის 20 მაისს, 5 თვითმფრინავით და 30 თამანშრომლით დაიწყო, დღეს კი ერთ-ერთი მოწინავე და ცნობილი ავიაკომპანიაა მსოფლიოს ლიდერ ავიაკომპანიებს შორის.
დღეისათვის ავიაკომპანიას სამი მთავარი ბაზა აქვს, რომელთაგან ორი სტამბოლში – ახალ აეროპორტსა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტში, ხოლო მესამე ანკარის საერთაშორისო აეროპორტშია.
1982 წელს ავიაკომპანია გახდა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც ფლობდა 3909 ადგილიან 27 თვითმფრინავს და ჰყავდა 5735 თანამშრომელი. ამჟამად კი ავიაკომპანია დაფრინავს 122 ქვეყანაში – 304 მიმართულებით მთელს მსოფლიოში.
Turkish Airlines -ი ასევე გააჩნია შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet -ი, რომელმაც თურქეთის ავიახაზების საკუთრებაში მყოფი AnadoluJet -ი 2024 წლის 31 მარტიდან ჩაანაცვლა და მგზავრებს უფრო დაბლფასიან და გაუმჯობესებულ სერვისებს სთავაზობს.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
თურქეთის ავიახაზები ფრენებს ევროპის, აზიის, ამერიკის, ოკეანეთის და აფრიკის უამრავი მიმართულებით ახორციელებს. მარშრუტების ქსელი მოიცავს: 114 მიმართულებას ევროპაში, 17 მიმართულებას ამერიკაში, 37 მიმართულებას შორეულ აღმოსავლეთში და აზიაში, 53 მიმართულებას აფრიკაში და 35 მიმართულება ახლო აღმოსავლეთში.
უფრო კონკრეტულად კი: საქართველოს 2 აეროპორტი – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი , ლონდონი, ნიუ იორკი, პარიზი, მადრიდი, რომი, მილანი, ბარსელონა, ამსტერდამი, ბერლინი, ბრიუსელი, ჟენევა, ვენა, პრაღა ვენეცია, ბუქარესტი, მიუნხენი და სხვ.
Turkish Airlines ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სტამბოლი | 25 დეკემბერი 2024 | 11 იანვარი 2025 | ბილეთები 245 - დან |
Turkish Airlines ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი საკმაოდ მრავალფეროვანია. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Turkish Airlines 453 ერთეული Boeing და Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებით ახორციელებს ფრენებს. კერძოდ: Boeing 787-9 Dreamliner, Boeing 777-300 ER, Boeing 737-900ER, Boeing 737-800, Boeing 737 MAX 9, Boeing 737 MAX 8, Airbus A350-900, Airbus A330-300, Airbus A330-200, Airbus A321neo, Airbus A321-200, Airbus A320-200 და Airbus A319-132/100.
თვითმფრინავების რაოდენობა ფლოტში თითქმის თანაბრად იყოფა. Airbus-54,7% და Boeing- 45,3%. ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავებიდან 59,6% ვიწრო ტანისაა, ხოლო 40,4% ფართო ტანის.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზების ეკონომ კლასის სავარძლებიც კი საკმაოდ კომფორტულია და მგზავრებს მოძრავ თავის მისაყრდნობს სთავაზობს, რისი წყალობითაც, მთელი ფრენის განმავლობაში, შესაძლებელია კომფორტული დასვენება.
Turkish Airlines ბარგის პოლიტიკა
სალონის ბარგი
ეკონომ კლასში ბორტზე თითო მგზავრზე დასაშვებია 1 ცალი სალონის ბარგი, რომელიც არ აღემატება 23x40x55 სმ-ს და 8 კგ-ს. ასევე 1 პირადი ნივთი (მაგალითად ხელჩანთა), რომელიც არ აღემატება 40x30x15 სმ-ს და 4კგ-ს.
ბიზნეს კლასის ბორტზე, თითო მგზავრზე დასაშვებია 2 ცალი სალონის ბარგი, თუ მათი ზომები და წონა არ აღემატება 23x40x55 სმ-ს და 8 კგ-ს (ორივე ერთად 16 კგ) და 1 პერსონალური ნივთი, რომელიც არ აღემატება 40x30x15 სმ-ს და 4კგ-ს.
შიდა და საერთაშორისო ფრენებზე, ეკონომ და ბიზნეს კლასის სალონის ბარგი ჩვილ მგზავრებისთვის არის – 1 ცალი/8 კგ.
ჩსაბარებელი ბარგი
ეკონომ კლასში თითო მგზავრზე დასაშვებია 1 ცალი ბარგი, რომლეიც არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს და 23 კგ-ს.
ბიზნეს კლასში1 ცალი ბარგი, რომლეიც არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს და 32 კგ-ს.