Jazeera Airways არის ქუვეითის სახელმწიფოს კუთვნილი აიაკომპანია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. იგი შეიქმნა, როგორც პირველი კერძო ავიაკომპანია ქუვეითში და ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რეგიონის საავიაციო სექტორის ლიბერალიზაციის საქმეში.
ავიაკომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და საიმედო საჰაერო ფრენები.
აეროპორტები და მარშრუტების ქსელი
ჯაზირა ეარვეისი რეგულარულ ფრენებს ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი ბაზიდან, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, Jazeera ოპერირებს 30 ქვეყანაში, აქედან 1 შიდა და 60 საერთაშორისო მიმართულებაა. მათ შორის: პრაღა, კრაკოვი, ანტალია, სტამბოლი, ბაქო, ლარნაკა, დოჰა, კაირო, მუმბაი, ნიუ-დელი, ამანი, ბაჰრეინი, ალმაატა, ტაშკენტი, ტირანა და სხვ.
Jazeera Airways georgia ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ასრულებს. პირდაპირ რეისებს თბილისი ქუვეითი და ბათუმი ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.
Jazeera Airways ფლოტი
Jazeera Airways-მა ჩადო ინვესტიცია თანამედროვე ფლოტში, რომელიც ძირითადად შედგება Airbus -ის ოჯახის თვითმფრინავებისგან, რომლებიც ცნობილია ეფექტურობითა და კომფორტით:
Airbus A320-200 – ეს თვითმფრინავები კონფიგურირებულია 165 ადგილით, რომელთაგან ზოგი ეკონომ კლასის ადგილებია, ხოგიც ბიზნეს კლასის. აღნიშნული საჰაერო ხომალდი ცნობილია მათი საიმედოობითა და ეფექტურობით, რაც მათ შესაფერისს ხდის მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის.
Airbus A320neo – აღჭურვილია მოწინავე აეროდინამიკით, გაუმჯობესებული საწვავზე გათვლილი ეფექტური ძრავებით და გაუმჯობესებული კომფორტით, A320neo მოდელები უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ფრენებს და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. ეს თვითმფრინავები, როგორც წესი, გათვლილია დაახლოებით 150 ადგილზე.
მომსახურების კლასები :
- Economy Class – უზრუნველყოფს კომფორტულ სავარძლებს და ფრენის დროს გასართობი პროგრამებსა და კვების სერვისს. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფეროვანი საკვებითა და სასმელებით.
- Business Class – უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კომფორტს უფრო განიერი სავარძლებით, ფეხებისთვის განკუთვნილი მეტი სივცით და პრემიუმ სერვისებით. ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ პრიორიტეტული ჩასხდომით, აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომით და უფრო პერსონალიზებული სერვისით.
Jazeera Airways ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
- Economy Class – მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 1 ცალი ხელბარგი, რომლის წონაა არ აღემატება 7 კგ-ს, ხოლო ზომა კი 55 x 40 x 20 სმ-ს.
- Business Class – მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 2 ცალი ხელბარგი, თუმცა, თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კგ-ს, ხოლო ზომა კი 55 x 40 x 20 სმ-ს.
ჩასაბარებელი ბარგი:
- Economy Class – მგზავრებს შეუძლიათ ჰქონდეთ 30 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი, რომლის ზომა არ აღემატება 158 სმ-ს.
- Business Class – მმგზავრებს შეუძლიათ ჰქონდეთ 50 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი, თუმცა თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კგ-ს, ხოლო ზომა კი 158 სმ-ს.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.
დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Jazeera Airways -ის რეისებზე. დაგვირეკე: 551 907 907