Site icon Frenebi, ფრენები იაფად

FlyArystan georgia ფლაიარისტანი საქართველო

flyarystan georgia

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan დაფუძნებულია ყაზახეთში და არის Air Astana -ს შვილობილი კომპანია. დაარსდა 2018 წელს, ოპერირება კი 2019 წლის მაისში დაიწყო. სათაო ოფისი მდებარეობს ალმაატაში.

ავიაკომპანია ფოკუსირებულია ყაზახეთში და ქვეყნის გარეთ ხელმისაწვდომი საჰაერო მგზავრობის უზრუნველყოფაზე. ცნობილია თავისი უსაფრთხოებისა და საიმედოობის სტანდარტებით, კონკურენტული ფასებით და ხარისხიანი მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო სეგმენტისთვის.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

ძირითადად ფრენებს ავიაკომპანია ალმაატას საერთაშორისო აეროპორტიდან და ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. რეისების უმეტესობას შიდა მიმართულებებით ასრულებს, საერთაშორისო მიმართულებები კი რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მეთ შორისაა: საქართველო, თურქეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.

FlyArystan georgia ფრენებს საქართველოს ორი აეროპორტის – თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს.

ფლაიარისტანი თბილისიდან ფრენებს ყაზახეთის სამ ქალაქში – ალმაატაში, შიმკენტში და ნურ-სულთანში ( ასტანაში) ასრულებს, ხოლო ქუთაისიდან კი – ალმაატაში, აქტაუში და ატირაუში.

ფრენები ქუთაისი ასტანა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026პირდაპირიბილეთები 798 - დან
27 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026პირდაპირიბილეთები 645 - დან
30 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 693 - დან
3 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 687 - დან
10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 659 - დან
13 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 527 - დან
17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 580 - დან
24 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 593 - დან
27 ნოემბერი 20268 დეკემბერი 2026პირდაპირიბილეთები 557 - დან
8 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026პირდაპირიბილეთები 540 - დან
15 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026პირდაპირიბილეთები 475 - დან
18 დეკემბერი 20268 იანვარი 2027პირდაპირიბილეთები 644 - დან
29 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიბილეთები 654 - დან
5 იანვარი 202715 იანვარი 2027პირდაპირიბილეთები 650 - დან

 

FlyAristan ფლოტი 

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებისგან. FlyArystan ოპერირებს დაახლოებით 10 Airbus A320-200 საჰაერო ხომალდისგან, რომლებიც ძირითადად ეკონომ კლასის კონფიგურაცია აქვს და დაახლოებით 180 მგზავრს იტევს.

ეს თვითმფრინავები ცნობილია მათი საიმედოობითა და ეფექტურობით, რაც უზრუნველყოფს კომფორტული მოგზაურობის გამოცდილებას ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ტყავის სავარძლები და საკმარისი ადგილი ფეხებისთვის.

მომსახურების კლასები : 

როგორც უკვე აღინიშნა, ავაიკომპანია, უპირველეს ყოვლისა, მგზავრებს ეკონომ კლასის სერვისს სთავაზობს, რომელიც ორიენტირებულია ხელმისაწვდომობაზე.

მგზავრებს ძირითად სერვისებთან ერთად, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში ასევე შეუძლიათ ისარგებლონ, ადგილების შერჩევის სერვისით, დამატებითი ბარგით, პრიორიტეტული ჩასხდომით და ფრენის დროს კვებით.

 

FlyAristan ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი – მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიო ერტი ცალი ხელბარგი, რომლის წონა არ აღემატება 5 კგ-ს, ხოლო ზომა კი 56 x 45 x 25 სმ-ს.

უფასო ხელბარგის გარდა, მგზავრებს ასევე შეუძლიათ თან იქონიონ პატარა პირადი ნივთი, როგორიცაა ხელჩანთა, ლეპტოპის ჩანთა ან პატარა ზურგჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს წინ სავარძლის ქვეშ.

ჩასაბარებელი ბარგი – მგზავრებს ჩასაბარებელი ბარგის ყიდვა შეუძლიათ ცალკე, რადგან ის არ შედის ავიაბილეთების საფასურში. ჩაბარებული ბარგის წონაა: 10 კგ, 20 კგ ან 30 კგ. თითოეული ჩანთის საერთო ზომა (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე) არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 30 დღით ადრე და იხურება 60 წუთით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 2 საათით ადრე იხსნება და 40-60 წუთით ადრე იხურება.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად FlyAristan -ს რეისებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 

FlyArystan – ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია

FlyArystan (flyaristan) ყაზახეთის პირველი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air Astana-ს ჯგუფის ნაწილია. ავიაკომპანია ძირითადად ყაზახეთის შიდა და რეგიონულ მიმართულებებზე დაფრინავს, ასევე ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში. საქართველოს მიმართულებით რეისები სეზონურია – განრიგი ფრენამდე შეამოწმეთ.

ბარგი და ბილეთები

როგორც დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაში, ბაზურ ტარიფში მხოლოდ მცირე ხელბარგი შედის, ჩასაბარებელი ბარგი კი დამატებით იყიდება. ბილეთი ყველაზე იაფად წინასწარ, ონლაინ იყიდება. ყაზახეთიდან საქართველოში ფრენა, მარშრუტის მიხედვით, დაახლოებით 3-4 საათს გრძელდება.

Exit mobile version