Site icon ფრენები იაფად

თბილისი რიგა ფრენები tbilisi riga

რატომ უნდა დაჯავშნო თბილისი რიგა ფრენები? ლატვიის დედაქალაქი, ცოცხალი და აქტიური ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არტ ნუვოს სტილის არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით და კულტურით. ძველი ქალაქი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც გამორჩევა ქვაფენილიანი ქუჩებით, შუა საუკუნეების შენობებით და მყუდრო კაფეებით. რიგა ასევე ცნობილია თავისი თანამედროვე მუზეუმებით და ულამაზესი პარკებით მდინარე დაუგავას გასწვრივ. ქალაქის დინამიური ღამის ცხოვრება, მრავალფეროვანი სამზარეულო და სასიამოვნო ატმოსფერო მას ბალტიისპირეთის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს.

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს თბილისი რიგა ს მიმართულებით ?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რიგის მიმართულებით ფრენებს airBaltic ასრულებს. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ამ დროისთვის, ავიაკომპანია კვირაში ხუთი სიხშირით ასრულებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა tbilisi riga -ს რეისზე? 

airbaltic georgia თბილისიდან რიგაში 4 საათსა და 25 წუთში მოგახვედრებთ.

 

რა უნდა მოინახულო რიგაში ?

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით მდიდარი ქალაქია, რაც მას მოგზაურთათვის მომხიბვლელ მიმართულებად აქცევს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ქალაქში ყოფნისას.

  1. ძველი ქალაქი (ვეკრიგა): მოიარე ქვაფენილიანი ქუჩები, დაათვალიერე შუა საუკუნეების შენობები და მოინახულე ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა House of the Blackheads და წმინდა პეტრეს ეკლესია, საიდანაც შეგიძლია დატკბე პანორამული ხედებით ქალაქზე.
  2. რიგის ცენტრალური ბაზარი: ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი, რომელიც განთავსებულია ძველ ზეპელინის ფარდულებში, გთავაზობს სხვადასხვა ადგილობრივ საქონელს, ახალ პროდუქტს და ტრადიციულ ლატვიურ დელიკატესებს.
  3. არტ ნუვოს უბანი: გამოიკვლიე განსაცვიფრებელი არტ ნუვოს არქიტექტურა ალბერტას ქუჩის გასწვრივ, თავისი გამორჩეული დიზაინითა და ლამაზი ფასადებით.
  4. რიგის ტაძარი: ეწვიე ბალტიისპირეთის უდიდეს შუა საუკუნეების ეკლესიას, რომელიც ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ორღანითა და ისტორიული მნიშვნელობით.
  5. ლატვიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი: აქ შეგიძლია აღმოაჩინო ლატვიური ხელოვნება. მუზეუმში დაცულია 52000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ასახავს პროფესიული ხელოვნების განვითარებას ბალტიისპირეთში და ლატვიაში მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე.
  6. რიგის ციხე: ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია მუზეუმებით, სადაც წარმოდგენილია ლატვიის ისტორია და კულტურა.
  7. თავისუფლების მონუმენტი: ლატვიის დამოუკიდებლობის სიმბოლოა და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
  8. ბასტეიკალნსის პარკი: შესანისნავი გამწვანებული სივრცეა დასასვენებლად და გასასეირნებლად.
  9. ლატვიის ეროვნული ოპერა: ისიამოვნე მსოფლიო დონის ოპერის ან ბალეტის სპექტაკლით ამ ელეგანტურ, ისტორიულ ადგილას.
  10. ტრადიციული ლატვიური კერძები: რიგის მონახულებისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ რამდენიმე ტრადიციული კერძი. რიგაში შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე შესანიშნავი რესტორანი, სადაც შეძლებ მიირთვა ტრადიციული ლატვიური კერძები. მაგალითად: Folkklubs ALA Pagrabs, რომელიც ძველ ქალქში მდებარეობს. Lido არის რესტორნების ცნობილი ქსელი ლატვიაში, რომელიც ცნობილია ტრადიციული ლატვიური კერძებით, ასევე Milda – ეს რესტორანი მდებარეობს რიგის შუაგულში.

როდის არის საუკეთესო სეზონი რიგის მოსანახულებლად?

რიგის მოსანახულებლად საუკეთესო დროა გვიან გაზაფხული და შემოდგომის დასაწყისი – მაისიდან სექტემბრამდე და აი რატომ:

ამ პერიოდში რიგაში თბილი ტემპერატურაა, რაც იდეალურია ქალაქის გარე აქტივობებისთვის, პარკებისა და ძველი ქალაქის მდასათვალიერებლად და ქუჩების შესასწავლად. ივნისსა და ივლისში, სხვა თვეებთან შედარებით, რიგაში გვიან ღამდება. ეს საშუალებას გაძლევს დაუთმო მეტი დრო ღირშესანიშნაობების დათვალიერებას და ქალაქის ღამის ცხოვრებით ტკბობას.

ზაფხული ასევე ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიი და ფესტივალები, მათ შორის რიგის ოპერის ფესტივალი ივნისში და ზაფხულის ფესტივალი (Jāņi), ზაფხულის ბუნიობის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

რამდენი დღეა საკმარისი რიგაში ?

3-დან 4 დღემდე, როგორც წესი, საკმარისია რიგის მთავარი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად და სხვადასხვა აქტივობებისთვის. აქ არის მარშრუტის მონახაზი, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ, თუ აპირებთ რიგის მონახულებას.

როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები რიგაში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე თბილისი რიგა -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

Exit mobile version