Site icon ფრენები იაფად

Belavia georgia ბელავია საქართველო

ავიაკომპანია ბელავია

Belavia Belarusian Airlines, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Belavia, არის ბელორუსული ეროვნული ავიაკომპანია. დაარსდა 1996 წელის 15 მარტს და სათაო ოფისი მდებარეობს მინსკში. თავდაპირველად, ავიაკომპანია ფოკუსირებული იყო შიდა ფენებზე და ერთამანეთთან აკავშირებდა ბელორუსის მთავარ ქალაქებს. ხოლო შიდა ფრენების დაწყებიდან მალევე, ბელავიამ გააფართოვა სერვისები და საერთაშორისო მიმართულებებზეც დაიწყო ოპერირება.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

Belavia Airlines ახორციელებს ფრენებს ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ავიაკომპანია ფრენების უმეტესობა მინსკის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

ავიაკომპანია ბელავია -ს მიმართულებები მოიცავს: საქართველო, ვენა, ბრიუსელი, პრაღა, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, თელ-ავივი, დუბაი, ეგვიპტე, კვიპროსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვ.

ბელავია ასევე ახორციელებს სეზონურ და ჩარტერულ ფრენებს პოპულარული დასასვენებელი მიმართულებით, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.

აღსანიშნავია, რომ Belavia ახორციელებს რეგულარულ ფრენებს მინსკიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით. რეისები ხორციელდება კვირაში რამდენიმეჯერ, ფრენის სიხშირე კი სეზონური მოთხოვნილების მიხედვით იცვლება.

თბილისი მინსკი ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 სექტემბერი 202430 სექტემბერი 2024ბილეთები 1 389 - დან
22 ოქტომბერი 202422 ოქტომბერი 2024ბილეთები 924 - დან
23 ნოემბერი 202428 ნოემბერი 2024ბილეთები 847 - დან

 

Belavia ფლოტი

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, Belavia ოპერირებს მრავალფეროვანი საჰაერო ფლოტით, როგოებიცაა: Boeing 737-300 , Boeing 737-500 , Boeing 737-800 , Embraer 175 , Embraer 195 და Bombardier CRJ-200 .

ბელავია ფოკუსირებულია ფლოტის მოდერნიზებაზე, რათა გააუმჯობესოს საწვავის ეფექტურობა, მგზავრთა კომფორტი და ოპერაციული საიმედოობა.

Belavia-ს მრავალფეროვანი ფლოტი, საშუალებას აძლევს მას, ეფექტურად მოემსახუროს მარშრუტების ფართო სპექტრს და მგზავრების მოთხოვნებს, ასევე შეინარჩუნოს კავშირი ბელორუსსა და მრავალ საერთაშორისო მიმართულებას შორის.

მომსახურების კლასები: 

Belavia Airlines გთავაზობთ მომსახურების ორ ძირითად კლასს, ესენია: ეკონომ კლასი და ბიზნეს კლასი. თითოეულ კლასს გააჩნია სხვადასხვა დონის კომფორტი და სერვისი, რომელიც აკმაყოფილებს მგზავრების სხვადასხვა საჭიროებებს.

Economy Class უზრუნველყოფილია კომფორტული სავარძლებით და ფეხებისთვის განკუთვნილი სტანდარტული სივრცით. სავარძლების კონფიგურაცია შეიძლება განსხვავდებოდეს თვითმფრინავის ტიპის მიხედვით. ფრენების უმეტესობაზე განსაზღვღულია უფასო კვება და საჭმელები, მენიუ განსხვავდება ფრენის ხანგრძლივობისა და დღის პერიოდის მიხედვით. ასევე არის სასმელების არჩევანი, მათ შორის გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა და ზოგჯერ ალკოჰოლური სასმელები. ფრენის დროს გასართობი ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ ეკრანს ან საერთო ზედა ეკრანს. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფილმებით, სატელევიზიო შოუებით, მუსიკითა და თამაშებით.

Business Class უზრუნველყოფილია კომფორტული და ფართე სავარძლებით, ფეხებისთვის უფრო მეტი სივრცით. სავარძლები შეიძლება აღჭურვილი იყოს რეგულირებადი თავის მისაყრდნობით და სხვა კომფორტული ფუნქციებით. ბიზნეს კლასის მგზავრები ასევე სარგებლობენ გაძლიერებული კვების სერვისით გურმანული კერძებით, საჭმლის და სასმელების ფართო არჩევანით, პრემიუმ ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით. რაც შეეხება გასართობ საშუალებებს ფრენის დროს, ეს არის უფრო დიდი პერსონალური ეკრანი, პროგრამების ფართო არჩევანით.

ბიზნეს კლასის დამატებითი სერვისები მოიცავს: პრიორიტეტულ რეგისტრაციას და ჩასხდომას; წვდომას ლაუნჯებზე; მოგზაურობისთვის აუცილებელი ნივთები, როგორიცაა თვალის ნიღბები, წინდები და ჰიგიენის საშუალებები;

Belavia ბარგის პოლიტიკა

ბარგის პოლიტიკა განსხვავდება მომსახურების კლასის, მარშრუტისა და ტარიფის ტიპის მიხედვით.

Economy Class 

Business Class 

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

Belavia გთავაზობთ რეგისტრაციის რამდენიმე ვარიანტს:

ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – რეგისტრაცია საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება 3 საათით ადრე და იხურება ფრენამდე 40 წუთით ადრე.

თვითმომსახურების კიოსკები – ზოგიერთ აეროპორტს ბელავიას მგზავრებისთვის აქვს თვითმომსახურების კიოსკები. კიოსკები მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიარონ რეგისტრაცია, შეარჩიონ ადგილები და ამობეჭდონ ჩასხდომის ბარათი.

დაჯავშნე Belavia -ს ფრენები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 

Exit mobile version