Site icon ფრენები იაფად

Air Dilijans georgia ეარ დილიჟანი საქართველო

Air Dilijans georgia

Air Dilijans , ადრე ცნობილი როგორც Aircompany Armenia, არის სომხური ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წლის 25 ნოემბერს. ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო 2016 წლის 21 აპრილს. 2023 წელს მოხდა რებრენდირება და მას ახალი სახელი – Air Dilijans ეწოდა. სათაო ოფისი მდებარეობს ერევანში, მისი მთავარი ჰაბია ზვარტნოცი საერთაშორისო აეროპორტი.

აეროპორტები და მარშრუტების ქსელი 

ავიაკომპანია ახორციელებს როგორც რეგულარულ, ასევე ჩარტერულ რეისებს და ემსახურება ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებს, რომელიც მოიცავს ქალაქებს, როგორიცაა: თბილისი, ბაღდადი, თელ-ავივი, ბეირუთი, მოსკოვი, თეირანი და სხვ.

Air Dilijans georgia ფრენებს საქართველოს, კერძოდ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ქალაქ ერევნიდან ასრულებს. ავიაკომპანია ასევე დაფრინავს მილანის, პარიზის, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზზეც.

 

Air Dilijans ფლოტი 

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება ოთხი თვითმფრინავისაგან, ძირითადად Boeing მოდელებისგან, მათ შორის Boeing 737-500 და Boeing 737-700.

Boeing 737-500 შედგება 116 ადგილისაგან, რომელთაგან 12 ბიზნეს კლასია, ხოლო 104 ეკონომ კლასისი. Boeing 737-700 -ს შეუძლია 132 მგზავრის გადაყვანა, საიდანაც 12 ბიზნეს კლასია, ხოლო 120 კი ეკონომ კლასისი.

მომსახურების კლასები : 

Economy Class – ეკონომ კლასი მგზავრებს სთავაზობს კომფორტული მოგზაურობის გამოცდილებას ერგონომიული სავარძლებით, რომლებიც შექმნილია საკმარისი სივრცით ფეხების მოსათავსებლად. მგზავრები ფრენის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და სასმელები, მათ შორის გამაგრილებელი სასმელებით.

Business Class – მგზავრებს სთავაზობს პრემიუმ მოგზაურობის გამოცდილებას კომფორტული სავარძლებით, ფეხებისთვის გათვლილი დამატებითი ადგილით. მგზავრები ასევე სარგებლობენ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობით, როგორცაა საბნები და ბალიშები. აქვთ კერძების და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის სომხური ღვინოები და ლუდები.

Air Dilijans ბარგის პოლიტიკა

Economy Class:

Business Class:

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია – იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 20 საათით ადრე და იხურება 60 წუთით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში – ჩვეულებრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის გამგზავრებამდე 2 საათით ადრე იხსნება და 40 წუთით ადრე იხურება.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Air Dilijans -ს რეისებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 

Exit mobile version