FlyNero
FlyNero

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვიყიდო იაფი ავიაბილთები Frenebi.com - ზე ?arrow faq
Frenebi.com - ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია, რაშიც სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. მიუთითებთ მიმართლებებს, სად გსურთ გამგზავრება და შემდეგ შეიყვანთ თარიღებს- სულ ესაა. Frenebi.com - ის საძიებო სისტემა მოძებნით ავიაბილეთების ყველა შესაძლო ვარიანტს.
რა უპირატესობა აქვს ოფისიდან ავიაბილეთების შეძენას? arrow faq
ავიაბილეთების ოფისში შეძენა მომხმარებლისთვის კომფორტთან და იმ ხანგრძლივ სერვის-გამოცდილებასთან ასოცირდება, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დავნერგეთ. ოფისში ვიზიტისას ავიაბილეთების შეძენაში დაგეხმარებათ გამოცდილი, პროფესიონალი ოპერატორი. ის შემოგთავაზებთ ყველა მხრივ თქვენზე მორგებულ პირობებს და ფრენას. ოპერატორის კონსულტაცია მოიცავს არა მხოლოდ იაფი ავიაბილეთების შემოთავაზებას, არამედ ყველა საჭირო ინფორმაციის მოწოდებას, მომავალ მოგზაურობასთან დაკავშირებით.
რა უპირატესობა აქვს ონლაინ ავიაბილეთების შეძენას? arrow faq
ავიაბილეთები ონლაინ დღეს უკვე ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. იმისათვის საჭიროა მხოლოდ გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და იცოდეთ სამოგზაუროდ საჭირო აუცილებელი დეტალები. ონლაინ ავიაბილეთების შეძენა ნიშნავს მარტივ, სწრაფ და იაფ გამოსავლს. Frenebi.com კი, თავის მხრივ, ონლაინ ძიების პროცესის გამარტივებას და თქვენი მოთხოვნების მაქსიმალურ გათვალისწინებას უზრუნველყოფს. მარტივი ფილტრაციის საშუალებით, 700-ზე მეტი ავიაკომპანიისგან იღებთ თქვენთვის სასურველ შემოთავაზებას, ხოლო დაჯავშნის პროცესი სულ რაღაც 2 წუთს წაგართმევთ.
რატომ არის ავიაბილეთები ყველაზე იაფი Frenebi.com - ზე? arrow faq
Frenebi.com - ს სისტემა მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს საძიებო სისტემაში თავმოყრილია, როგორც 700-ზე მეტი ავიაკომპანია, ასევე მრავალი ლოკალური ონლაინ სააგენტო, ერთ მათგანს არ შესწევს უნარი მონოპოლია მოიპოვოს ყველა მიმართულებაზე. Frenebi.com პრიორიტეტს ანიჭებს სასურველ ქვეყანაში გასამგზავრებელ ყველაზე იაფ ავიაბილეთებს. საძიებო სისტემის პოპულარობის გამო, სააგენტოებისთვის მნიშვნელოვანია ფასდაკლებით განათავსონ ავიაბილეთები. ამგვარად სისტემაში პირველი მათი ავიაბილეთი გამოჩნდება. სტატისტიკურად, მომხმარებლების 90% სწორედ პირველივე შეთავაზებაზე მისამართდება.
რატომ არის Frenebi.com საუკეთესო არჩევანი მოგზაურობის დაგეგმვისას? arrow faq
გამოცდილება, სანდოობა, გამჭვირვალობა- ეს ის მთავარი სამი კრიტერიუმია, რომლითაც ბაზარზე გამოვირჩევით. 6 წელზე მეტია ვარსებობთ და 100 000-ზე მეტი მომხრებელი საშუალებას გვაძლევს თამამად განვაცხადოთ, რომ ზუსტად ვიცით როგორ დავგეგმოთ თქვენი შემდეგი დაუვიწყარი მოგზაურობა და როგორ შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული პირობები. Frenebi.com ნიშნავს საუკეთესო შეთავაზებას ნებისმიერ ტურისტულ მომსახურებაზე, როგორიცაა: სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს დაჯავშნა და, რაც მთავარია, ავიაბილთები ყველაზე იაფად.