იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari
ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა Avia.ge ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ემიგრანტების საჭიროებებს ეხმიანება. პროექტი მიზნად ისახავს ბარიდან (იტალია) საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის ხელშეწყობას. ამისთვის პლატფორმაზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც თითოეულ მსურველს შეუძლია საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა დააფიქსიროს.
ბარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია ქართველი ემიგრანტებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოდან ბარის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არსებობს. აღნიშნულმა მდგომარეობამ უამრავი ადამიანი აიძულა, გაიარონ ძვირადღირებული და დამღლელი მარშრუტები, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.
Avia.ge-ს მიზანია ამ პრობლემის მიმართ ავიაკომპანიებისა და შესაბამისი უწყებების ყურადღება მიიპყროს. ინიციატივა ეფუძნება მომხმარებელთა უკუკავშირს, რომელიც სოციალურ მედიასა და პლატფორმის არხებზე აქტიური კომუნიკაციის შედეგად შეგროვდა.
მანიფესტის მეშვეობით, Avia.ge მიმართავს ავიაკომპანიებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შემდეგი გზავნილით:
“გთხოვთ, განიხილოთ ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი თანამემამულეების გადაადგილებას და გაუადვილებს მათ სამშობლოში დაბრუნებას.”
🔗 ინიციატივის მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ბმულს: https://avia.ge/petition-flights-from-bari/
Avia.ge დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და რეალურად გადაჭრას ბარსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პრობლემა.