მოკლედ: ევროკავშირის რეგულაციით (EC 261/2004) 3 საათზე მეტი დაგვიანებისას მგზავრს 250-600 ევრომდე კომპენსაცია ეკუთვნის.
- 250 € — 1500 კმ-მდე ფრენებზე
- 400 € — 1500-3500 კმ (ევროპა-საქართველოს რეისების უმეტესობა)
- 600 € — 3500 კმ-ზე მეტ ფრენებზე
- პირობა: დანიშნულების ადგილას 3+ საათით დაგვიანება ან გაუქმება 14 დღეზე ნაკლები ვადით ადრე
- გამონაკლისი: უამინდობა, გაფიცვა და სხვა განსაკუთრებული გარემოებები
ფრენის დაგვიანებამ შესაძლოა დიდი დისკომფორტი შეუქმნას მოგზაურებს, თუმცა, კარგი ის არის, რომ მსგავს სიტუაციებში, ყველა მათგანი დაცულია კანონით. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, ყველა მგზავრს შეუძლია მიიღოს ფრენის კომპენსაცია, თუ ფრენის შეფერხება, ავიაკომპანიის ბრალეულობითაა გამოწვეული.
შესაბამისად, თუ თქვენი ფრენა გაუქმდა, ან 3 საათი და მეტი დაიგვიანა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა, შესაძლოა გეკუთვნოდეთ 250-დან 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია. ეს დამოკიდებულია ფრენის გაუქმების მიზეზზე და იმაზე, თუ რამდენი ხნით ადრე შეგატყობინათ ავიაკომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ.
საყურადღებოა, რომ თქვენი რეისის დაგვიანება ან გაუქმება, არ უნდა იყოს გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებით, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვით ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების მიზეზით.
რა შემთხვევაში შეგიძლია მოითხოვო ფრენის კომენსაცია?
კომპენსაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ, თუ აკმაყოფილებ შემდეგ პირობებს:
- Რეისმა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დააგვიანა 3 საათი ან მეტი.
- Რეისი გაუქმდა ავიაკომპანიის მხრიდან და ფრენამდე 2 კვირაზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი.
- რეისის შეფერხების მიზეზი იყო ავიაკომპანისგან გამოწვეული.
- რეისზე არ დაგიშვეს თვითმფრინავში არასაკმარისი ადგილების გამო.
კომპენსაცის მოთხვნა: https://flyhelp.ge/
ევროკავშირის რეგულაციების გარდა, არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რეგულაციები. რომელთა დაფარვის არეალი საკმაოდ ფართოა. რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავის უფლებები დაცულია ევროკავშირის გარეთაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ფართო და ეფექტური გამოყენება ევროკავშირის რეგულაციას გააჩნია.
რა თანხის მიღება შეგიძლიათ ფრენის კომპენსაციის სახით?
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია აეროპორტებს შორის მანძილზე.
- მანძილი 1500კმ-მდე – €250
- მანძილი 1500-3500კმ-მდე €400
- მანძილი 3500კმ-ზე მეტი – €600
აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთის ღირებულება, არ არის დაკავშირებული კომპენსაციის ოდენობასთან. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თანხის მოთხოვნა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენებზეც კი.
როგორ უნდა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია დაგვიანებულ, გადადებულ ან გაუქმებულ ფრენაზე?
ყველაფერი, რაც საქმის დასაწყებადაა საჭირო, თქვენი მოგზაურობის დეტალებია, რომელიც შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად შეავსოთ FlyHelp ის ონლაინ ფორმის – FlyHelp.ge -ს საშუალებით.
როდესაც თქვენი განაცხადი დაფიქსირდება, flyhelp -ის გუნდი გაეცნობა ინფორმაციას და დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული საქმე კომპენსაციას. შემდეგ კი, ავიაკომპანიისგან მოხდება თქვენს კუთვნილი თანხის მოთხოვნა. თუ ავიაკომპანია მოთხოვნას გონივრულ ვადებში არ უპასუხებს, აუცილებლად გაგრძელდება საქმის წარმოება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ავიაკომპანიის მხრიდან რეაგირებას და კომპენსაციის მიღებას, შესაძლოა რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.
ხოლო, თუ კი ავიაკომპანია უარს იტყვის ანაზღაურებაზე, გაკეთდება საფუძვლიანი ანალიზი, რათა დაგდგინდეს, რამდენად მართებულია მათი მხრიდან საჩივარზე უარის თქმა.
რამდენია FlyHelp მომსახურების საფასური?
FlyHelp მომსახურების საფასური კომპენსაციიდან მიღებული თანხის 35%-ს შეადგენს. თუმცა, წინასწარ არაფერს არ იხდით. არც მაშინ, თუ კომპენსაციას ვერ მიიღებთ. ანგარიშსწორება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე წარმატებით დასრულდება და ავიაკომპანია თანხმობას განაცხადებს მოთხოვნაზე.
მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40
ფრენის კომპენსაცია რეისის დაგვიანების ან გადადებისას – EU261
თუ თქვენი ფრენა ევროკავშირის ქვეყნიდან გაფრინდა, ან ევროკავშირში ევროპული ავიაკომპანიით ჩაფრინდა, ფრენის კომპენსაცია ევროკავშირის რეგულაციით (EC 261/2004) რეგულირდება. ეს წესი ქართველი მგზავრების ყველაზე ხშირ შემთხვევებსაც მოიცავს – მაგალითად, ევროპიდან ქუთაისში ან თბილისში დაბრუნებისას.
როდის გეკუთვნით კომპენსაცია
- რეისის დაგვიანება – თუ დანიშნულების ადგილას 3 საათზე მეტი დაგვიანებით ჩაფრინდით;
- რეისის გაუქმება – თუ ავიაკომპანიამ გაუქმების შესახებ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები ხნით ადრე გაცნობათ;
- ბორტზე არდაშვება – ზედმეტად გაყიდული ბილეთების (overbooking) გამო.
კომპენსაციის ოდენობა
- 250 ევრო – 1 500 კმ-მდე ფრენებზე;
- 400 ევრო – 1 500-3 500 კმ ფრენებზე (ევროპიდან საქართველომდე ფრენების უმეტესობა ამ კატეგორიაშია);
- 600 ევრო – 3 500 კმ-ზე მეტ ფრენებზე.
კომპენსაცია არ გეკუთვნით, თუ დაგვიანება ან გაუქმება „განსაკუთრებულმა გარემოებებმა“ გამოიწვია – მაგალითად, უამინდობამ, აეროპორტის გაფიცვამ ან უსაფრთხოების საფრთხემ.
ფრენის გადადება – რა უფლებები გაქვთ აეროპორტში
ფრენის გადადება-ს ან ხანგრძლივი დაგვიანებისას, კომპენსაციის მიუხედავად, ავიაკომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ კვება და სასმელი, საჭიროების შემთხვევაში – სასტუმრო და ტრანსფერი. 5 საათზე მეტი დაგვიანებისას კი შეგიძლიათ უარი თქვათ ფრენაზე და ბილეთის ღირებულების ანაზღაურება მოითხოვოთ.
როგორ მოვითხოვოთ ფრენის ანაზღაურება
- შეინახეთ ბილეთი, ჩასხდომის ტალონი და ყველა ქვითარი;
- აეროპორტში მოითხოვეთ წერილობითი დადასტურება დაგვიანების ან გაუქმების მიზეზის შესახებ;
- შეავსეთ საჩივრის ფორმა ავიაკომპანიის ვებსაიტზე;
- უარის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამისი ქვეყნის საავიაციო ზედამხედველობის ორგანოს.
საქართველოშიც მოქმედებს მგზავრთა უფლებების დამცავი წესები – დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
პრაქტიკული ინსტრუქცია აეროპორტისთვის: რეისის დაგვიანება — რა ვქნათ.

