Site icon ფრენები იაფად

ბათუმი სტამბული ფრენები batumi stambuli

batumi stambuli

სტამბული არის ქალაქი, სადაც ისტორია, კულტურა და თანამედროვე ცხოვრება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მოგზაურებს უნიკლაურ გამოცდილებას სთავაზობს. ბათუმი სტამბული -ს მიმართულებით გამგზავრებას თუ გადაწყვეტ, ეს ქალაქი უამრავი საინტერესო სანახაობას და აქტივობას გთავაზობს. მაგალითად, საკულტო ღირშესანიშნაობების შესწავლას, როგორიცაა აია სოფია, ცისფერი მეჩეთი და ტოპკაპის სასახლე, გასეირნებას ცნობილ დიდ ბაზარში და სანელებლების ბაზარში. ეს ქალაქი მდიდარია როგორც უძველესი, ისე თანამედროვე ხიბლით.

რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ბათუმი სტამბული ს მიმართულებით ?

ბათუმის აეროპორტი -დან სტამბილში პირდაპირ ფრენებს თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – პეგასუსი ასრულებს. რეისები კვირაში 4-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს ხორციელდება.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა batumi stambuli -ს რეისზე? 

Pegasus georgia ბათუმიდან სტამბულის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში, სულ რაღაც 2 საათსა და 5 წუთში მოგახვედრებთ.

Pegasus ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სტამბოლი7 მარტი 202511 მარტი 2025ბილეთები 314 - დან

 

რა უნდა მოინახულო სტამბულში ?

სტამბოლი სავსეა აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობებით და უამრავი შთამეჭდავი აქტივობებით, რომლებიც მნახვენელს მის მდიდარ ისტორიას და ენერგიულ კულტურას სთავაზობს. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელსაც სტამბულში ყოფნისას უნდა ეწვიო:

  1. ჰაგია სოფია: ეს შთამბეჭდავი ნაგებობა ოდესღაც ტაძარი იყო, შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა, ახლა კი მუზეუმს წარმოადგენს. ეს ხატოვანი სტრუქტურა ცნობილია თავისი უზარმაზარი გუმბათით, განსაცვიფრებელი მოზაიკით და მდიდარი ისტორიით.
  2. ლურჯი მეჩეთი: იგივე სულთან აჰმედის მეჩეთი, ცნობილია თავისი ულამაზესი ლურჯი ფილებითა და ექვსი კოშკით. ეს მოქმედი მეჩეთი კლასიკური ოსმალეთის არქიტექტურის მთავარი მაგალითია.
  3. ტოპკაპის სასახლე: ოსმალეთის სულთნების მდიდრული რეზიდენცია, დახვეწილი ოთახებით, ეზოებით და საგანძურით, სადაც ინახება წმინდა ისლამური სიწმინდეები.
  4. ბაზილიკის ცისტერნა: იგი სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ისტორიული ადგილია. უძველესი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი, სადაც შეხვდებით მედუზას თავის უზარმაზარ ქანდაკებას მე-6 საუკუნეში აშენდა.
  5. გრანდ ბაზარი: მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი დახურული ბაზარი, რომელიც გთავაზობს მაღაზიების ლაბირინთს, სადაც იყიდება ყველაფერი, სანელებლებიდან დაწყეუბული სამკაულებით დამთავრებული.
  6. სანელებლების ბაზარი: ეს არის უფრო პატარა, არომატული ბაზარი, რომელიც ცნობილია სანელებლების, ჩაის და ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანით.
  7. გალატას კოშკი: შუა საუკუნეების ქვის კოშკი, რომელიც გთავაზობს ქალაქისა და ბოსფორის პანორამული ხედებს.
  8. ბოსფორის კრუიზი: ნავით გასეირნება ბოსფორის სრუტის გასწვრივ, რომელიც უზრუნველყოფს განსაცვიფრებელ ხედებს ქალაქზე და ზღვისპირა სასახლეებზე.
  9. დოლმაბაჰჩეს სასახლე: მე-19 საუკუნის მდიდრული სასახლე, რომელშიც წარმოდგენილია ევროპული სტილის არქიტექტურა და მდიდრული ინტერიერი.
  10. სულეიმანიეს მეჩეთი: ცნობილი ოსმალეთის არქიტექტორის – მიმარ სინანის არქიტექტურული შედევრი, რომელიც გთავაზობს ულამაზეს ხედებს “ოქროს რქაზე”. ეს არის შესართავი, რომელიც ერთამენთისგან ჰყოფს ძველ სტამბულს და ახალი სტამბოლს და ჩაედინება ბოსფორის სრუტეში.

როდის არის საუკეთესო სეზონი სტამბულის მოსანახულებლად?

სტამბულის მოსანახულებლად საუკეთესო დროა გაზაფხული და შემოდგომა. ამ პერიოდის კარგი და სასიამოვნოა ამინდებია, თბილი ტემპერატურა და ნაკლები ტენიანობა, რაც იდეალურია ქალაქის გარე ატრაქციონებისა და ისტორიული ადგილების მოსანახულებლად.

გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია პარკები აყვავებული ყვავილებით, ხოლო შემოდგომა გთავაზობს უფრო მშვიდ ატმოსფეროს ნაკლები ტურისტით.

რამდენი დღეა საკმარისი სტამბულში ?

სტამბოლში საუკეთესო გამოცდილებისთვის, ჩვეულებრივ, 4-5 დღე საკმარისია. ეს დრო საშუალებას გაძლევს შეისწავლო ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები.

როგორ დაჯავშნო იაფი ფრენები სტამბულში ?

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შეძლებთ დაზოგო ფინანსები და იმოგზაურო შედარებით დაბალ ფასად.

  1. შეიძინე ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე;
  2. ისარგებლე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით;
  3. თან იქონიე მხოლოდ ხელბარგი;
  4. სამოგზაუროდ შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები;
  5. რეისი დაგეგმე დილის ან გვიან ღამის ფრენაზე;
  6. ისარგებლე ტრანზიტული რეისებით.

გაემგზავრე ბატუმი სტამბული -ს მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტური ავიაბილეთების შეძენაში.

Exit mobile version